რა როლი ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის კონტექსტში?! მმართველი გუნდის მოლოდინები პოზიტიურია. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ ახალი წარმომადგენელი ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლის შეიტანს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ცვლილებები არა პერსონების, არამედ, პოლიტიკის დონეზე უნდა განხორციელდეს. რა შეფასებები მოჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ელჩის დანიშვნას?! მერაბ პაპაშვილი გაგვაცნობს შეფასებებს. თამარ ტალიაშვილი, რომელიც აქამდე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა, ახლა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის პოსტს დაიკავებს.