აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ცნობით, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მხარს უჭერს. მისი თქმით, აშშ განიხილავს იმას, რომ „ევროპელმა პარტნიორებმა, რომლებსაც საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ, ისინი უკრაინას გადასცენ. ტემი ბრიუსის განცხადებით, ამ პროცესში რამდენიმე მხარეა ჩართული და სახელმწიფო დეპარტამენტი არ მონაწილეობს.