უკრაინასა და ევროსაბჭოს შორის რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან - Palitra News

უკრაინასა და ევროსაბჭოს შორის რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან

2025-06-26 16:09:21+04:00

უკრაინასა და ევროსაბჭოს შორის რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან - უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის გაფორმებული შეთანხმება მიზნად რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიისა და დანაშაულების სრულყოფილად გამოძიებას ისახავს. თუმცა დამნაშავე პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საბოლოო განაჩენის გამოტანა შესაძლებელი მხოლოდ მათი თანამდებობების დატოვების შემდეგ გახდება. შეთანხმებას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა მზარდია. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი განმარტავს, რომ საკუთარ ქვეყანას არა მხოლოდ იარაღი, არამედ აგრესორისთვის სასამართლოც სჭირდება და ევროპამ სპეციალური ტრიბუნალის ამოქმედებისთვის რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას.