სპეცდანიშნულების რაზმის ავტომობილმა, რომლითაც მთავარეპისკოპოსი მიქაელი უნდა გადაეყვანათ, წმინდა ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის ტერიტორია დატოვა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც იქ შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დასაკავებლად მივიდნენ, შეკრებილი მოქალაქეები უპირისპირდებიან და მთავარეპისკოპოსის დაკავების საშუალებას არ აძლევენ.