ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ის პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას შეწყვეტს, თუკი ოპოზიციური პარტიები მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ. აღსანიშნავია, რომ მოშიმშილე ოპოზიციონერებს, ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მხარდაჭერას უცხადებენ და ამასთანავე ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიებმა ერთობლივად უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება ამის ფონზე მიიღონ. კიდევ რას აცხადებენ მოშიმშილე ოპოზიციონერები.