რამდენიმე საათში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ნიკა გვარამიას საქმეზე საბოლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს გამოძიება დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. ამავე ბრალდებით უკვე დააკავეს 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. გვარამიას თანაგუნდელები დარწმუნებული არიან რომ მოსამართლე ამ შემთხვევაშიც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მასაც 7 თვით აღკვეთი ღონისძიებას , ხოლო 2 წლით თანამდებობის დაკავებას აუკრძალავენ. ხელისუფლების ოპონენტები ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ოცნების მთავარი მოზანი ოპონენტების გაჩუმებაა.