ისრაელისა და ირანის სამხედრო კონფლიქტის შედეგებთან დაკავშირებით 2 ქვეყნის ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს - ირანში აცხადებენ, რომ ისრაელთან 12-დღიანი თავდასხმების პროცესში ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაცია ირანის სასამართლო ხელისუფლების პრესსპიკერმა გაავრცელა და განმარტა, რომ დაღუპულთა შორის 132 ქალი და 38 ბავშვია. ისრაელის ჯანდაცვის უწყების დადასტურებული ინფორმაციით კი, 12-დღიანი კონფლიქტის დროს ირანის საჰაერო იერიშებს ისრაელის 28 მოქალაქე ემსხვერპლა.