საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა ორ პირს. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორემ სხეულის დაზიანება მიიღო. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.