თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - Palitra News

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

2025-07-01 15:49:46+04:00

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. სიცხისა და ძლიერი ქარის გამო ხანძარი ტყიან ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა და დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. იზმირის მახლობლად მდებარე აეროპორტი დროებით დაიხურა. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც იზმირის მახლობლად ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაშია ეჭვმიტანილი.