აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, 4 ივლისს აქცია გაიმართება - Palitra News

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, 4 ივლისს აქცია გაიმართება

2025-07-01 20:39:46+04:00

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, 4 ივლისს აქცია გაიმართება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 19 საათზე დაიწყება, აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გადაინაცვლებენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანია კიდევ ერთხელ გამოხატონ საკუთარი დადებითი პოზიცია „მეგობარი აქტის მიმართ.