თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. იკითხებიან ბრალდებულ ვეფხია კასრაძის საქმის გამომძიებლები, რომლებმაც ვიდეო მასალა ერთ-ერთი მედიასაშუალებიდან ჩამოტვირთეს და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს.