საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს, - დასავლური მედიის ცნობით, ძლიერი ქარის შედეგად ცეცხლი სამხრეთისკენ სწრაფად გავრცელდა და სახლებს, ტურისტულ საცხოვრებლებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას საფრთხე შეუქმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ცნობით, ხანძრის ფრონტი ამჟამად მინიმუმ 6 კილომეტრზეა გადაჭიმული, რაც მის ლოკალიზებას სულ უფრო ართულებს. ხანძრის შედეგად გავრცელებულმა სქელმა კვამლმა ზოგიერთ ტერიტორიაზე ხილვადობა თითქმის ნულამდე შეამცირა. პოლიციამ აგია ფოტიას დასახლებასთან ახლოს მდებარე მთავარი გზა გადაკეტა და მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ჰაერის სახიფათო ხარისხის, უკიდურესი სიცხისა და ფერფლის გამო მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.