ბერენი და ლუთიენი , ცნობილი ინგლისელი მწერლის  ჯონ რონალდ  რუელ ტოლკინის ეპიკური ჯანრის რომანია, ნაწარმოების ისტორია წლების განმავლობაში იყო შემორჩენილი მწერლის სხვადასხვა პროექტებში და ნაშრომებში, განსაკუთრებით „სილმარილიონში“ - Palitra News

ბერენი და ლუთიენი , ცნობილი ინგლისელი მწერლის  ჯონ რონალდ  რუელ ტოლკინის ეპიკური ჯანრის რომანია, ნაწარმოების ისტორია წლების განმავლობაში იყო შემორჩენილი მწერლის სხვადასხვა პროექტებში და ნაშრომებში, განსაკუთრებით „სილმარილიონში“

2025-07-03 11:54:49+04:00

ბერენი და ლუთიენი , ცნობილი ინგლისელი მწერლის ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ეპიკური ჯანრის რომანია. ნაწარმოების ისტორია წლების განმავლობაში იყო შემორჩენილი მწერლის სხვადასხვა პროექტებში და ნაშრომებში, განსაკუთრებით „სილმარილიონში“. 2017 წელს კი მწერლის ვაჟიშვილმა , კრისტოფერ ტოლკინმა ტექსტები გააერთიანა და ერთ წიგნად გამოსცა.

წიგნის სიუჯეტი მოგვითხრობს ბერენზე და ლუთიენზე , რომლებსაც ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ, მაგრამ მათი სიყვარული დაბრკოლებებს ეჯახება. ლუთიენის მამა, თინგოლი, მხოლოდ იმ შემთხვევაში დასჯერდება მათი ქორწინებით, თუ ბერენი მოიპოვებს სილმარილს — ძლიერ ელფურ ძვირფას ქვას — პირდაპირ მორგოთის გვირგვინიდან, რისი შესრულებაც ფაქტობრივად სიკვდილის ტოლფასია. თუმცა ბერენი მზადაა სიყვარულისთვის სასიკვდილო მისიაზეც კი წავიდეს რათა საყვარელ ქალზე იქორწინოს. ამ რთულ მოგზაურობაში კი მას თავად ლუთიენიც მიჰყვება.ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია , ის ავტორია 200 მდე პუბლიკაციის , მათ შორის 37 წიგნის. მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია „ჰობიტი“, „ბეჭდების მბრძანებელი“ და „სილმარილიონი“ , რომელთა სიუჟეტებიც ვითარდება გამოგონილ სამყაროში შუახმელეთში, სადაც ცხოვრობენ ელფები, ჯუჯები, ორკები, ჯადოქრები და სხვა საოცარი არსებები.

ტოლკინი1892 წლის 3 იანვარტს, ბლუმფონტეინში, სამხრეთ აფრიკაში დაიბადა. ის ბავშვობიდან ყველაზე დიდ ინტერესს ენების მიმართ იჩენდა , მან საკუთარი პირადი სიტყვები და ანბანიც კი შექმნა პირველ ენაზე , რომელსაც ნაფარინი უწოდა. ის ასევე ეუფლებოდა შუასაუკუნოვან ლიტერატურას და მკვდარ ენებს , რამაც დასაბამი დაუდო მის როგორც მწერლის განვითარებას.

ტოლკინი არაერთი ჯილდოს მფლობელია , მათ შორის ჰიუგოს , ლოკუსის , ბელროგისა და მითიური ჟანრის მწერლობის პრემიებისწიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.