ესპანეთის კატალონიის რეგიონში ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

ესპანეთის კატალონიის რეგიონში ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

2025-07-03 12:44:25+04:00

ესპანეთის კატალონიის რეგიონში ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. - ცეცხლი ტორეფეტას რეგიონში გაჩნდა. ხანძარმა რამდენიმე ფერმა გაანადგურა. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი ძლიერი ქარის გამო ძალიან სწრაფად გავრცელდა. ხელისუფლება მოსახლეობას მოსალოდნელი შტორმის გამო აფრთხილებს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. ტყის ხანძარი კატალონიაში ჰაერის უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურის ფონზე გაჩნდა.