მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართვასა და არჩევნებში მონაწილეობის სურვილის დადასტურებას სთავაზობს, საპასუხოდ კი - შეწყალების თაობაზე აქტის გამოცემას ჰპირდება - Palitra News

მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართვასა და არჩევნებში მონაწილეობის სურვილის დადასტურებას სთავაზობს, საპასუხოდ კი - შეწყალების თაობაზე აქტის გამოცემას ჰპირდება

2025-07-05 13:13:40+04:00

მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართვასა და არჩევნებში მონაწილეობის სურვილის დადასტურებას სთავაზობს, საპასუხოდ კი -

შეწყალების თაობაზე აქტის გამოცემას ჰპირდება. ყაველაშვილი გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს. დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მმართველ გუნდთან თანამშრომლობას არ აპირებენ, ნაწილი კი - ასევე კატეგორიულ უარს აცხადებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ მიზეზით, არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელთა ლიდერიც ციხეშია - ყაველაშვილისთვის შეწყალების მოთხოვნით მიმართვას არ განიხილავს.