როდის არის საჭირო ნელადექსი ნს? - სპეციალისტების რეკომენდაციები და გამოყენების წესები - Palitra News

როდის არის საჭირო ნელადექსი ნს? - სპეციალისტების რეკომენდაციები და გამოყენების წესები

2025-09-09 11:27:23+04:00

ალბათ არავისთვის გადის შემოდგომა-ზამთრის სეზონი ისე, რომ ერთხელ მაინც არ გაცივდეს და გამოცადოს დისკომფორტი, რასაც ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება და ლორწოვანი გამონადენი ჰქვია.

ბევრისთვის კი ეს ყოველდღიური და საკმაოდ დამღლელი პრობლემაა, რომელიც უმეტესად თან ახლავს სეზონურ გაციებებს, გრიპს ან ალერგიულ რეაქციებს. ხშირად ამ სიმპტომებს ვეჩვევით და ვცდილობთ კიდეც, დროებით ყურადღება არ მივაქციოთ.

თუმცა სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ერთი შეხედვით ცხვირის გაჭედვა და მარტივი პრობლემა შესაძლოა გართულდეს და უფრო სერიოზულ დაავადებებში გადაიზარდოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი სამკურნალო საშუალების შერჩევა.

თანამედროვე, კომბინირებული მოქმედების ცხვირის სპრეი ნელადექსი ნს (NS – Nasal Spray) სწორედ ასეთი - სანდო და ეფექტური - არჩევანია ინფექციური თუ ანთებითი პროცესების დროს.

როდის არის საჭირო ნელადექსის სპრეი?

სპეციალისტების რეკომენდაციით, ნელადექსი ნს გამოიყენება ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, მათ შორის:

  • მწვავე და ქრონიკული რინიტის დროს,
  • რინოფარინგიტის დროს,
  • სინუსიტის დროს.

ეს დაავადებები ხშირად ვითარდება გაციების გამო ან ბაქტერიული ინფექციის შედეგად და იწვევს ისეთ დისკომფორტს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს. სწორედ ასეთ დროს არის საჭირო ისეთი საშუალება, როგორიცაა ნელადექსი ნს - მრავალმხრივ მოქმედი პრეპარატი, რომელიც ამსუბუქებს მდგომარეობას და ებრძვის დაავადების გამომწვევ მიზეზებსაც.

ექიმები აღნიშნავენ, რომ პრეპარატის მთავარი უპირატესობა სწორედ მისი ეს კომბინირებული მოქმედებაა. ერთი პრეპარატი აერთიანებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ და სიმპტომების შემამსუბუქებელ თვისებებს. ეს ნიშნავს, რომ პაციენტი იღებს არა მხოლოდ დროებით შვებას, არამედ მკურნალობა უფრო მიზანმიმართული ხდება.

გარდა ამისა, ნელადექსი ნს გამოირჩევა უსაფრთხოებით: სწორი დოზირებისას მისი შეწოვა სისხლში პრაქტიკულად არ ხდება, რაც ამცირებს არასასურველი ეფექტების რისკს. ამიტომ სპეციალისტები მას ხშირად რეკომენდაციას აძლევენ როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის 2,5 წლიდან.

პრეპარატის გამოყენების წესები

პრეპარატის გამოყენება მარტივია და არ საჭიროებს დამატებით ან წინასწარ მოსამზადებელ პროცედურებს.

როგორც წესი, მოზრდილებისთვის რეკომენდებულია თითოეულ ნესტოში 1 შესხურება დღეში 3-5-ჯერ, ხოლო 2,5-დან 15 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის - 1 შესხურება დღეში 3-ჯერ.

მკურნალობის კურსი, როგორც წესი, 5-10 დღეს შეადგენს, რაც საკმარისია სიმპტომების შესამსუბუქებლად და ინფექციის კონტროლისთვის.

თუმცა, როგორც ყველა პრეპარატს, ნელადექსსაც აქვს უკუჩვენებები. მისი გამოყენება უკუნაჩვენებია თუკი გაქვთ:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ;
  • ეჭვი დახურულკუთხიან გლაუკომაზე;
  • თუკი იყენებს მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს;
  • ვირუსული დაავადებები;
  • ალბუმინურიით მიმდინარე თირკმელების დაავადებები;
  • თირკმელების უკმარისობა;

ნელადექსი NS არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 2,5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი ალერგიული რეაქციები იცვლება და შეიძლება ისე იყოთ კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობის, რომ ამის შესახებ არც იცოდეთ. ამიტომაც, პრეპარატის გამოყენების შემდეგ რაიმე დისკომფორტის ან რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

სწორედ ამიტომ უსვამენ ექიმები ხაზს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი რეცეპტის გარეშე გაიცემა, საუკეთესო შედეგისთვის მაინც მნიშვნელოვანია სპეციალისტის რჩევა - განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს აქვს სხვა ქრონიკული დაავადებებიც.

რა შედის ნელადექსი ნს-ის შემადგენლობაში?

ნელადექსი ნს აერთიანებს ოთხ აქტიურ კომპონენტს:

  • დექსამეტაზონს, რომელიც ამცირებს ანთებასა და შეშუპებას ცხვირის ლორწოვან გარსზე;
  • ნეომიცინსა და პოლიმიქსინ B-ს – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან ბაქტერიებს;
  • ფენილეფრინს – ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროებას და ამცირებს შეშუპებას.

კომპონენტების ეს ერთობლიობა ნელადექსი NS-ს ანიჭებს უნიკალურ ეფექტურობას: ის ერთდროულად ხსნის სიმპტომებს და ებრძვის ინფექციის გამომწვევ მიზეზებს.

გარდა ამისა, პრეპარატის შემადგენლობაში შედის ისეთი დამხმარე ნივთიერებები, როგორიცაა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადმჟავა, გასუფთავებული წყალი.

დღეს, როცა რესპირატორული ინფექციები განსაკუთრებით ხშირია, მნიშვნელოვანია ისეთი პრეპარატის შერჩევა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. სწორედ ამიტომ სპეციალისტები და პაციენტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნელადექსი NS) არის მათი N1 არჩევანი ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.

R