„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც სადაზღვეო თანხის მაქსიმალური ზღვარი 50 000 ლარი იქნება. არსებული რედაქციით, ეს ზღვარი 30 000 ლარი იყო. დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები ძალაში 2026 წლის პირველი აპრილიდან შევა. შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა. თავდაპირველად დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალურ ოდენობად 5 ათასი ლარი იყო; 2020 წლის ივლისიდან ეს ზღვარი 15 ათასამდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ათასი ლარი გახდა.