27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა - Palitra News

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

2025-09-27 13:13:06+04:00

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა - თარიღთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებისას, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. გმირთა მოედანზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.