„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურა მათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. უწყებაში ამტკიცებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-დან 2023 წლამდე მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - პროკურატურაში ამბობენ, რომ ბაჩიაშვილმა ეს მშობლების დახმარებით მოახერხა.