ირაკლი კობახიძე დანიის სამეფოში ვიზიტზე - ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ყველგან წარმოდგენილი, ვისაუბრებ საქართველოს როლზე ჩვენს რეგიონში, ასევე ევროპისთვის, დაკავშირებადობის კუთხით - Palitra News

ირაკლი კობახიძე დანიის სამეფოში ვიზიტზე - ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ყველგან წარმოდგენილი, ვისაუბრებ საქართველოს როლზე ჩვენს რეგიონში, ასევე ევროპისთვის, დაკავშირებადობის კუთხით

2025-10-01 12:38:51+04:00

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. როგორ გამოეხმაურნენ პოლიტიკური მხარეები კობახიძის საერთაშორისო ვიზიტს.