აშშ-ში მთავრობის „შათდაუნი“ დაიწყო. ფედერალური უწყებები ამ, „შათდაუნად“ წოდებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე სენატმა ვერ შეძლო მიეღო კანონპროექტი მათი დაფინანსების შესახებ. შეერთებულ შტატებში ახალი საფინანსო წელი 1 ოქტომბრიდან იწყება. ეს არის აშშ-ის მთავრობის პირველი „შათდაუნი“ 2018 წლის შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები დემოკრატების მიერ სამთავრობო უწყებების შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას, რათა უზრუნველყონ საკუთარი სამშობლოს უსაფრთხოება და დაცვა. ცნობისთვის, „შათდაუნმა“ შესაძლოა დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი - მაგრამ არა ყველა - სერვისი. როგორც წესი, სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აუცილებლად ითვლება და ღია რჩება.