კახა წიქარიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ინტერვიუს ასაჯაროებს, სადაც ალავიძე სასამართლო სისტემაში არსებული „კლანისა“ და ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ საქმეებზე საუბრობს  - როგორ პასუხობს ალავიძის ბრალდებებს ლევან მურუსიძე - Palitra News

კახა წიქარიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ინტერვიუს ასაჯაროებს, სადაც ალავიძე სასამართლო სისტემაში არსებული „კლანისა“ და ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ საქმეებზე საუბრობს  - როგორ პასუხობს ალავიძის ბრალდებებს ლევან მურუსიძე

2025-10-03 15:41:11+04:00

იურისტი კახა წიქარიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს ასაჯაროებს, სადაც ალავიძე საუბრობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული „კლანისა“ და ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ საქმეებზე მათთვის სასურველი განაჩენების გამოტანის მიზნით, ზეწოლას განიცდიდა. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ჩანაწერში, მათ შორის ასახელებს შემდეგ საქმეებს: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნება, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დავა ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის დავა „მაესტროს“ წილებზე.