საქართველოს მასშტაბით 3061 სარჩევნო უბანი ოფიციალურად გაიხსნა. საარჩევნო ყუთებთან მოქალაქეებს საღამოს რვა საათამდე ელოდებიან. 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ტარდება. მათ შორის 10 საარჩევნო უბანი პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსდა. მუნიციპალური არჩევნების შედეგად 64 საკრებულოს 2 058 წევრსა და 64 მერს აირჩევენ. საარჩევნო პროცესს აკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები,. წლევანდელი მუნიციპალური არჩევნები ეუთო ოდირის მისიის დაკვირვების გარეშე ჩაივლის. პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. ქართული ოცნების წევრები იმედოვნებენ, რომ პარტია 60-ც პროცენტზე მეტი ხმის მიღებას შეძლებს. თბილისისა და ქალაქების შემთხვევაში მერის არჩევნებს კი პირველივე ტურში მოიგებს. ჩვენი ჟურნალისტი მერაბ პაპაშვილი აშუქებს საარჩევნო პროცესს.