ცესკოს ცნობით, საარჩევნო უბნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობასთან დაკავშირებით შეფერხება არ ფიქსირდება. ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ოპოზიცია ამომრჩეველთა აქტივობაზე საუბრობს, მიუთითებენ რომ რიგი დარღვევები შეინიშნება, მათ შორის მოსყიდვის მცდელობები. როგორც ცნობილია, ლელო-ძლიერი საქართველოს გუნდს თბილისის უბნებში კამერები აქვს განთავსებული. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კამერებს ხმის ჩაწერის ფუნქცია აქვს, რაც კანონდარღვევაა. რა ტიპის ზეწოლაზე საუბრობს ოპოზიცია და რას პასუხობენ მმართველ გუნდში?!