დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ოპოზიციის აზრი კვლავ ორად იყოფა - მათი ის, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მისვლას და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას მოუწოდებენ, ხოლო ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.
ამასთანავე, „ქართული ოცნების“ ოპონენტები საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ - მათი ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ საკუთარი წევრებიდან უამრავი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით დაარესგიტრირა.