ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთში ვიზიტს იწყებს. მთავრობის მეთაური შანხაიში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა მიიწვია. როგორც ცნობილია, ირაკლი კობახიძე საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შანხაიში უკვე გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური, ჩინეთის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება.