კანონი, რომლის მიხედვითაც, გამონაკლისის გარდა საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმება იკრძალება, უკვე მესამე დღეა მოქმედებს - რას ემსახურება ახალი რეგულაცია და რას აცხადებენ საჯარო მოხელეები? - Palitra News

კანონი, რომლის მიხედვითაც, გამონაკლისის გარდა საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმება იკრძალება, უკვე მესამე დღეა მოქმედებს - რას ემსახურება ახალი რეგულაცია და რას აცხადებენ საჯარო მოხელეები?

2025-11-03 15:47:44+04:00

კანონი, რომლის მიხედვითაც, გამონაკლისის გარდა საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმება იკრძალება, უკვე მესამე დღეა მოქმედებს. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ. აღნიშნული კანონი დარღვევის შემთხვევაში პირი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება და მას 2 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალება. რას ემსახურება ახალი რეგულაცია? უცხო ქვეყნის ჩარევების შემცირებას თუ საჯარო მოხელეთა დაქვემდებარებას?