„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თხინვალას დასახლებაში, ცენტრალური გზის ორივე მხარე და ლეო კვაჭაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს - Palitra News

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თხინვალას დასახლებაში, ცენტრალური გზის ორივე მხარე და ლეო კვაჭაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

2025-11-26 09:36:52+04:00

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თხინვალას დასახლებაში, ცენტრალური გზის ორივე მხარე და ლეო კვაჭაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

დასუფთავების აქციაში, 40-მდე თანამშრომელთან ერთად, მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.

მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ უკანონოდ არ განათავსონ საყოფაცხოვრებო ნარჩენი და მოათავსონ მხოლოდ ახლომდებარე ურნაში.