უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების განცხადებით, ვიქტორ ორბანის დამარცხებამ ავტოკრატიული მმართველობის სირთულეები კიდევ ერთხელ გამოავლინა. მათი შეფასებით, ახალი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირი უფრო მოქნილი გახდება და რეგიონში რუსული გავლენა შემცირდება.
არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც პიტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.