როგორ აფასებენ საერთაშორისო ლიდერები უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას - Palitra News

როგორ აფასებენ საერთაშორისო ლიდერები უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას

2026-04-14 12:29:42+04:00

უნგრეთში არჩევნების შედეგებმა საერთაშორისო ფართო გამოხმაურება გამოიწვია - ოპოზიციურმა ლიდერმა, პიტერ მადიარმა გამარჯვება მოიპოვა. მისი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდა, რაც ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

მადიარმა პრესკონფერენციაზე საკუთარი ხედვები სხვადასხვა საკითხზე წარმოადგინა და სამომავლო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გამოკვეთა.

საერთაშორისო ლიდერების შეფასებით, შედეგები პოზიტიურია და ევროკავშირში ეს დემოკრატიული კურსის გაძლიერებად აღიქმება. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს.

უნგრეთის პოლიტიკური ცვლილებები საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური განხილვის საგნად რჩება.