სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა - Palitra News

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა

2026-04-14 12:50:20+04:00

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ენის ცოდნის როლზე განათლებისა და ინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებისთვის.

მინისტრმა ასევე ახალგაზრდებს სახელმწიფო პროგრამები გააცნო და მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა.

ღონისძიების ფარგლებში წარმატებული სტუდენტები დააჯილდოეს და „1+4“ პროგრამის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.