ბოლო დღეებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან 78 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტმა ოპერაცია სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით ჩაატარა და დარღვევების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღო.
გაძევებულთა შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის აზერბაიჯანის, თურქეთის, ინდოეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.
კანონის შესაბამისად, მათ საქართველოში ხელახლა შემოსვლა აეკრძალათ.