კახეთში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - Palitra News

კახეთში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2026-04-14 12:52:24+04:00

კახეთში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავში, კონფლიქტის დროს, ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ოპერატიულად დააკავეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.