საიამ სარჩელი შეიტანა რეგულაციის წინააღმდეგ, რომელიც უცხოეთში საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს - Palitra News

საიამ სარჩელი შეიტანა რეგულაციის წინააღმდეგ, რომელიც უცხოეთში საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს

2026-04-14 12:30:50+04:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ემიგრანტების საარჩევნო უფლების დასაცავად საკონსტიტუციო დავას იწყებს.

საიამ სარჩელი შეიტანა რეგულაციის წინააღმდეგ, რომელიც უცხოეთში საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ცვლილება კონსტიტუციით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას ეწინააღმდეგება და ემიგრანტებისთვის ხელოვნურ ბარიერებს ქმნის.

საია მიუთითებს, რომ სახელმწიფოს წარსულში საკმარისი რესურსი ჰქონდა მსგავსი უბნების ორგანიზებისთვის და შესაბამისი პრაქტიკაც არსებობდა.

საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება, სადაც გადაწყვეტილება ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.