მარტში საერთაშორისო რეზერვები შემცირდა - Palitra News

მარტში საერთაშორისო რეზერვები შემცირდა

2026-04-14 13:53:27+04:00

მარტში საერთაშორისო რეზერვები შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვები განუხრელად იზრდებოდა და მხოლოდ 2025 წელს 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარით გაიზარდა, შემდეგ კი ეს ტენდენცია მიმდინარე წლის პირველ ორ თვეშიც გაგრძელდა და სავალუტო რეზერვები კიდევ 500 მილიონი დოლარი გაიზარდა. მარტში კი საერთაშორისო რეზერვების კლება ფიქსირდება 343 მილიონი დოლარით. 2026 წლის მარტში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 6 მილიარდ 316 მილიონ დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2026 წლის თებერვალში რეზერვების მოცულობა 6,6 მლრდ დოლარზე მეტი იყო. ცნობისთვის, 2025 წლის იგივე პერიოდში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 4 მილიარდ 310 მილიონი დოლარი იყო. მონაცემების თანახმად, 2026 წლის მარტში, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი დაახლოებით 3.5 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში ჰქონდა განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 1 მილიარდ 197 მილიონ დოლარს ინახავდა. რაც შეეხება ოქროს, მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით სარეზერვო ძვირფასი ლითონის მოცულობა 1 მილიარდ 057 მილიონ დოლარს შეადგენდა. შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის საბჭომ 2024 წლის 1-ელ მარტის გადაწყვეტილებით,152 მლნ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო იყიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს ოქრო დაამატა. სებ-ის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ამჟამად საქართველოს საერთაშორისო რეზერვების 16.7%-ს ოქრო შეადგენს. სების მონაცემებით, გასულ წელს სავალუტო რეზერვებიდან 500 მილიონი დოლარის ზრდა სწორედ ოქროს ფასის მატებაზე მოდიოდა. მარტში კი სავალუტო რეზერვების შემცირება ნაწილობრივ სწორედ ოქროს ფასის შემცირებამ გამოიწვია