შრომის ბაზრის კვლევა აჩვენებს, რომ მხოლოდ ამ წლის თებერვლაში jobs.ge-ზე 6 382 ვაკანსია გამოქვეყნდა, კვლავ მაღალია მოთხოვნა კადრებზე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, ხოლო კლებაა გაყიდვებსა და შესყიდვებში. მონაცემებს PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს. კვლევის თანახმად, 2026 წლის იანვართან შედარებით ვაკანსიები 0.5%-ით შემცირდა, ხოლო 2025 წლის თებერვალთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა. თვის ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში დაფიქსირდა (+10.6%), ხოლო ყველაზე დიდი კლება, ძირითადი კატეგორიებიდან, გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში (-3.5%) დაფიქსირდა. წლის ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ისევ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში (+33.6%), ხოლო ყველაზე მცირე ზრდა, ძირითადი კატეგორიებიდან - ადმინისტრაციასა და მენეჯმენტში (+14.5%)“, - აღნიშნულია კვლევაში.