2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 862 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია - Palitra News

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 862 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია

2026-04-14 13:57:32+04:00

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 მილიარდ 862 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1 მილიარდ 723 მილიონი დოლარი იყო, რაც 23.3 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტმა 4 მილიარდ 138 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია.უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში 2 მილიარდ 414 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ბოლო ორი წლის სტატსიტიკა ცხადყოფს, რომ დაახლოებით 9-11 მილიარდი დოლარის უარყოფით სალდო გვაქვს წლიურად სავაჭრო ბალანსში. ანუ ამდენით უფრო მეტი საქონელი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. დეტალური მონაცემები საგარეო ვაჭრობის შესახებ, რათა გვენახა რის ხარჯზე შემცირდა იმპროტი და პირიქით გაზაირდა ექსპორტი საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია, როგორც ამ მოკლე ცნობაშია ნათქვამი ეს უახლესი მონაცემები მხოლოდ საგარეო ვაჭრობის ტენდენციებს ასახავს, ხოლო დეტალური ინფორმაცია, უკვე სასაქონლო ჯგუფების სახით, მოგვიანებით 20 აპრილს გამოქვეყნდება