ლევან იოსელიანი მაიკლ ო’ფლაერტთან შეხვედრაზე - საუბარი შეეხო პროტესტის დროს დაკავებულებს, დაკავებულ პოლიტიკოსებს, მზია ამაღლობელს - დაისვა შეკითხვები, არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული პირები, რომლებიც ადამიანების ცემაში მონაწილეობდნენ - Palitra News

ლევან იოსელიანი მაიკლ ო’ფლაერტთან შეხვედრაზე - საუბარი შეეხო პროტესტის დროს დაკავებულებს, დაკავებულ პოლიტიკოსებს, მზია ამაღლობელს - დაისვა შეკითხვები, არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული პირები, რომლებიც ადამიანების ცემაში მონაწილეობდნენ

2026-04-14 15:48:45+04:00

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში შეხვედრებს მართავს. ამ ეტაპზე დიპლომატი უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელსა და სახალხო დამცველს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან შეხვედრების დროს საუბარი შეეხო აქციების დროს დაკავებული პირების, დაკავებული პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტის მდგომარეობას. ასევე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას. მესამე სექტორთან ისაუბრეს იმ საქმეების გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელიც სისტემურ წამებას შეეხებოდა და უცნობი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ.