ლევან მახაშვილი - უნგრეთის მომავალმა პრემიერმა პირველივე პრესკონფერენციაზე ქართველი ოპოზიციონერების ილუზიებიც დაამსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა! უკვე მერამდენედ ჩვენმა ოპოზიციამ ჯერ „ჰოპლა“ დაიძახა და შემდეგ გადახტა! - Palitra News

ლევან მახაშვილი - უნგრეთის მომავალმა პრემიერმა პირველივე პრესკონფერენციაზე ქართველი ოპოზიციონერების ილუზიებიც დაამსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა! უკვე მერამდენედ ჩვენმა ოპოზიციამ ჯერ „ჰოპლა“ დაიძახა და შემდეგ გადახტა!

2026-04-14 15:52:26+04:00

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მეტოქის პიტერ მადიარის პარტიის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ქართველი ოპოზიციონერები იმის დასტურად იყენებენ, რომ საქართველოშიც დემოკრატიული ცვლილებები შესაძლებელია. მათი თქმით, ვიქტორ ორბანის დამარცხებით, რუსეთი ევროპაში მორიგ ჯერზე დამარცხდა. "ქართული ოცნების" თქმით კი სანამ ოპოზიცია სხვის არჩევნებს ზეიმობს და ილუზიებს იქმნის, "ქართული ოცნება" მუშაობს უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.