ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე საქართველოში საზეიმოდ აღინიშნება - Palitra News

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე საქართველოში საზეიმოდ აღინიშნება

2026-04-14 15:55:32+04:00

1. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე საქართველოში საზეიმოდ აღინიშნება. მახათას ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიტროპოლიტმა შიომ, სამღვდელოებასა და მრევლთან ერთად აღავლინა. დღესასწაული მართლმადიდებელ სამყაროში განსაკუთრებული პატივით აღინიშნება, რადგან ივერიის ხატი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართეს და ქვეყნის კეთილდღეობისა და წინსვლისთვის ლოცვა აღავლინეს.