აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართოს - Palitra News

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართოს

2026-04-14 15:58:53+04:00

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ საკმაოდ დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართოს. ამ ინფორმაციას თეთრი სახლი არ ადასტურებს. ისლამაბადში გასულ შაბათ-კვირას გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე შეერთებულმა შტატებმა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა. მედია იუწყება, რომ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ აშშ-ის მოთხოვნაც იყო. თუმცა, ირანი სავარაუდოდ აღნიშნულს არ დათანხმდა. ამ ფონზე კი, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვაში ამოქმედდა. ასევე, ცენტრალურმა სარდლობამ გემები გააფრთხილა, რომ ბლოკადა დროშის მიუხედავად ყველა ხომალდზე გავრცელდება. ისრაელის მხარე აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. თუმცა საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ და სიტუაციის მაქმსიმალური დეესკალაციისკენ მოუწოდებს.