ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შს მინისტრს შეხვდა - Palitra News

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შს მინისტრს შეხვდა

2026-04-14 20:24:26+04:00

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, მაიკლ ო’ფლაერტთან. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების თანახმად, შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ, ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო დეტალური ინფორმაცია როგორც სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, ასევე მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ.

„მხარეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.