ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში შეხვედრებს მართავს - Palitra News

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში შეხვედრებს მართავს

2026-04-14 20:49:52+04:00

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში შეხვედრებს მართავს, სადაც ადამიანის უფლებების მდგომარეობა განიხილება. დიპლომატი უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს.შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა აქციების დროს დაკავებული პირების, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მდგომარეობაზე. ასევე განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საერთო სურათი.მესამე სექტორის წარმომადგენლებთან საუბრისას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ საქმეების გამოძიებაზე, რომლებიც სისტემურ წამებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ უცნობი ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებას უკავშირდება.მიმდინარე ვიზიტი შეფასებულია როგორც მნიშვნელოვანი ეტაპი საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგის მიმართულებით. კიდევ რა იგეგმება ევროპელი დიპლომატის ვიზიტის ფარგლებში და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები?