საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო დავას იწყებს - რას აცხადებენ საია-ში და როგორ ეხმაურებიან ამ პროცესს პოლიტიკური მხარეები? - Palitra News

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო დავას იწყებს - რას აცხადებენ საია-ში და როგორ ეხმაურებიან ამ პროცესს პოლიტიკური მხარეები?

2026-04-14 20:55:58+04:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო დავას იწყებს და შესაბამისი სარჩელი უკვე შეტანილი აქვს. დავა ეხება რეგულაციას, რომელიც საზღვარგარეთ, საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს.ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეზღუდვა კონსტიტუციით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას ეწინააღმდეგება და ემიგრანტებისთვის დამატებით ბარიერებს ქმნის.საიას შეფასებით, სახელმწიფოს წარსულში მსგავსი უბნების ორგანიზების რესურსიც ჰქონდა და შესაბამისი პრაქტიკაც არსებობდა.საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება, სადაც მიღებული გადაწყვეტილება ემიგრანტების საარჩევნო უფლებებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. კიდევ რას აცხადებენ საია-ში და როგორ ეხმაურებიან ამ პროცესს პოლიტიკური მხარეები?