საია ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო დავას იწყებს და რეგულაციის გაუქმებას ითხოვს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელი შეიტანა იმ წესის წინააღმდეგ, რომელიც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნას ზღუდავს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული რეგულაცია ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას და ემიგრანტებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.
ოპოზიციაში ამ ინიციატივას მხარს უჭერენ და ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ემიგრანტებს ხმის მიცემის შესაძლებლობა შეგნებულად შეუზღუდა, რადგან მათი დიდი ნაწილი კრიტიკულადაა განწყობილი.
მმართველ პარტიაში კი ამ სარჩელს სერიოზულად არ განიხილავენ და განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ. საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.