ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს ხვდება.
მაიკლ ო’ფლაერტი ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, სადაც სამინისტროს საქმიანობა, პრიორიტეტები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას.
ვიზიტის ფარგლებში კომისარი ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს. განხილვის მთავარი თემები საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მდგომარეობა იყო.
ოპოზიციაში ამ ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებენ და ვარაუდობენ, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, კომისარის შეფასებები კრიტიკული იქნება.