პარლამენტის პლენარული სხდომა მაკა ბოჭორიშვილის მოსმენით დაიწყება - ის პარლამენტში ინტერპელაციის წესით, პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნით მივა - Palitra News

პარლამენტის პლენარული სხდომა მაკა ბოჭორიშვილის მოსმენით დაიწყება - ის პარლამენტში ინტერპელაციის წესით, პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნით მივა

2026-04-15 09:23:39+04:00

დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა მაკა ბოჭორიშვილის მოსმენით დაიწყება - ის პარლამენტში ინტერპელაციის წესით, პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნით მივა. მინისტრს გადაეგზავნა 19 კითხვა, რომლებიც ძირითადად ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება.

საკითხებს შორის არის ევროკავშირთან კრიზისის გავლენა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები, ანტიდასავლური რიტორიკის შეფასება და საკანონმდებლო ცვლილებების შედეგები. ასევე ყურადღება ეთმობა სანქციების შესრულებას, უსაფრთხოების პოლიტიკას და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს.

მინისტრს მოუწევს განმარტებების გაკეთება როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების, ისე პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ.