რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უცხოეთში დაკავებული მოქალაქეების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენებას ითვალისწინებს - Palitra News

რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უცხოეთში დაკავებული მოქალაქეების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენებას ითვალისწინებს

2026-04-15 09:24:57+04:00

რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უცხოეთში დაკავებული მოქალაქეების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენებას ითვალისწინებს.

ინიციატივა საშუალებას იძლევა, რუსეთის შეიარაღებული ძალები გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნები ან საერთაშორისო სასამართლოები რუს მოქალაქეებს დააკავებენ ან მათ წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას დაიწყებენ.

გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პრეზიდენტს მიენიჭება.

თუ კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდება და პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, კანონი გამოქვეყნებიდან ათ დღეში შევა ძალაში. ინიციატივა საერთაშორისო დონეზე დამატებით კითხვებს აჩენს.