ჯეი დი ვენსი - უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ - Palitra News

ჯეი დი ვენსი - უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ

2026-04-15 09:26:19+04:00

უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ჯორჯიის უნივერსიტეტში Turning Point USA-ის ღონისძიებაზე განაცხადა.

„მახსოვს, ადრე ოჰაიოში სენატის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩემთან ერთი წარმოშობით უკრაინელი მოვიდა, რომელიც გაბრაზებული იყო, რადგან მე ვამბობდი, რომ ჩვენ უკრაინის ომის დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ. რა თქმა უნდა, ამის ახლაც მჯერა და ეს ერთ-ერთია, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ მათ შორის, რაც ამ ადმინისტრაციამ გააკეთა“, - განაცხადა ვენსმა.

მისი თქმით, აშშ უკრაინისთვის იარაღის შეძენის საქმით დაკავებული აღარ არის.

„ჩვენ ევროპას ვუთხარით: თუ თქვენ იარაღის შეძენა გსურთ, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგრამ, ახლა აშშ იარაღს აღარ ყიდულობს და უკრაინაში აღარ აგზავნის. ამ საქმეში უკვე აღარ ვართ და ეს ძალიან კარგია“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.