შალვა პაპუაშვილი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა - Palitra News

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

2026-04-15 11:30:29+04:00

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში ვიზიტით გაემგზავრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა.

„ასევე, შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.